18 წლის ბიჭი გაზით გაიგუდა

თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა 17 დეკემბერს მოხდა.

მათე ბეჟიაშვილი, რომელიც წარმოშობით კახეთიდან იყო, თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბინაში კუსტარულად იყო დამონტაჟებული წყლის გამათბობელი, საიდანაც გაზმა გაჟონა და ახალგაზრდა ბანაობის დროს მოიწამლა.

გარდაცვლილი მისმა ძმამ იპოვა. ამ დროისთვის ის საკუთარ სახლში, ტიბაანშია გადასვენებული.