მაჩალიკაშვილი “ოცნებიდან” წასული დეპუტატებისგან მხარდაჭერას ითხოვს

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის ლიკვიდაციის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ ითხოვს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა მმართველი გუნდიდან წასულ დეპუტატებს პერსონალურად მიმართა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

“პირდაპირ, ადამიანური თხოვნით, როგორც ამ ქვეყნის შვილმა და მოქალაქემ, მინდა მივმართო თხოვნით იმ ადამიანებს, გაერთიანებული ოპოზიცია მხარს მიჭერს,  რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, მინდა მივმართო იმ ადამიანებს,რომლებიც “ქართული ოცნებიდან” გამოვიდნენ, დამიჭირონ მხარი,”- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიფინგის გამართვა პარლამენტში სურდა, თუმცა ის საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.

https://www.gmtv.ge/71302-2/