2014 წელი. ირაკლი ღარიბაშვილი-ხელისუფლებამ ზუგდიდში შეცდომა გამოასწორა…

2017 წლის 22 მაისს ზუგდიდის საკრებულომ ზუგდიდისთვის თმითმმართველი ქალაქის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

თუ უახლოესს წარსულს გადავხედავთ, პირველად ზუგდიდს ქალაქის სტატუსი 2006 წელს ჩამოერთვა ქალაქზე მეტი კონტროლის გაწევის მიზნით. მაშინ ამბობდნენ, რომ ამ პროცესით ზუგდიდი უფრო მეტად გახდა ცენტრზე დამოკიდებული. მერე ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა.

ზუგდიდს რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი აქამდე არ ჰქონდა, ამას მაშინ შეცდომა უწოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში 2014 წლის 2 აპრილს სტუმრობისას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ ეს შეცდომა გამოასწორა და დღეს ზუგდიდს სრულიად დამსახურებულად მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. 

მაშინ ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობას ექნება საშუალება, თავად აირჩიოს ქალაქის მერი, განსაზღვროს საკუთარი ბედი და თავად გადაწყვიტოს, ვინ უნდა უპატრონოს ქალაქს.

მას მერე 3 წელის გავიდა…დღეს ზუგდიდის საკრებულომ თვითმმართველობის სტატუსი თავისი ნებით დათმო…