კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში, საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე დაინიშნა

კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში, საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ დანიშვნა ნოემბერში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კონსტანტინე გამსახურდიას ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს და ამ პოზიციაზე გერმანიასთან მისი კავშირების გათვალისიწინებით შეირჩა.