მაქსიმ შევჩენკო: საქართველოს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური შეთქმულება მიმდინარეობს (ვიდეო)

ცნობილი რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო სატელევიზიო გადაცემაში “განსაკუთრებული აზრი” – რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ  ყველაფერი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოკალათებული სომხური ლობის ბრალია.

– “მართლმადიდებულური საქართველო კავკასიაში მუდამ რუსეთის მთავარი და საიმედო მოკავშირე იყო. რუსეთი საქართველოს რომ მოელაპარაკოს სამხრეთ კავკასიის საკითხი სამუდამოდ გადაწყდება, მაგრამ რუსეთსა და საქართველოს შორის გეოპოლიტიკური ხასიათის შეთქმულება მიმდინარეობს.

დაფიქრებულხართ, რატომ სცნო ბაშარ ასადის სირიამ “სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა?” – სირიის პრეზიდენტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა წააქეზა!

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სომხური კლანი მართავს, რომელიც  ყველაფერს აკეთებს რუსეთსა და საქართველოს შორისურთიერთობების გასაფუჭებლად და დასაძაბად!

დიახ, რუსეთის მტრად საქართველოს წარმოჩენას სომხური ლობი ცდილობს!

გადაცემა 2019 წელს გავიდა, თუმცა აქტუალურობა დღესაც არ დაუკარგავს და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოში სერგეი ლავროვის ჩამოსვლა უკვე აქტიური საკითხი გახდა.