მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს, რის შემდეგაც ის შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა აუცილებელი. პარლამენტში მისულია მაჩალიკაშვილის მეუღლეც.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს, საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგის გამართვა სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ამ წუთებში პარლამენტში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და არჩილ თალაკვაძესთან შესვლას ცდილობენ.