ღმერთმა ნათელი დაგიმკვიდროს, გიორგი!

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 15 წელი გავიდა.

26 წლის ჟურნალისტი  2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.

ამ დღეს მისი მეგობრები და ახლობლები საფლავზე პატივს მიაგებენ მის ხსოვნას.

ტელეწამყვანის მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა გრიგოლ ხურცილავა დააკავეს, თუმცა გიორგი სანაიას მკვლელობის ზუსტი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, სანაიას ოჯახმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების თხოვნით მიმართა.

საზოგადოებას და გიორგის ოჯახს დღესაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს.

ღმერთმა ნათელი დაგიმკვიდროს, გიორგი !

კომენტარის დატოვება