იტალიაში სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენლობა გაიხსნა!!!

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით „იტალიაშისეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენლობა გაიხსნა“. უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია, რომელმაც პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ადგილობრივ მედიას „აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსზე, ეკონომიკასა და ტურისტულ მომხიბვლელობაზე“ ესაუბრა.

„პრესკონფერენციის დროს მინისტრის მოადგილემ დააანონსა იტალიაში აფხაზეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა“-იუწყება სეპარატისტული სამინისტრო.

ტანიამ დააზუსტა, რომ ეს წარმომადგენლობას არ აქვს დიპომატიური მისია, რადგან იტალიამ არ აღიარა მათი დამოუკიდებლობა. წარმომადგენლობის ძირითადი მიზანი იქნება ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები აფხაზების უფლებების დაცვა და „აფხაზებსა და იტალიელებს შორის კეთილდამოკიდებულების გაზრდა, აფხაზური ენის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია და პოზიტიური დამოკიდებულების შექმნა.

ვრცლად იხ.

https://ria.ru/world/20171129/1509844416.html