“არსებობს სასაკლაოები, რომელსაც ვერ აკონტროლებს სურსათის უვნებლობის სამსახური”

თეონა ჭალიძე

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია

-ცხენის ხორცი 2018 წელს სამტრედიის 24 ბაღში ბავშვების კვებისთვის შედიოდა. კომპანია შპს,,ელენიკოს” ეს ქმედება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რვა თვის თავზე აღმოაჩინა. კომპანია დააჯარიმეს 20545 ლარით და შავ სიაში შეიყვანეს, ნუთუ ეს საკმარისია?!! ბავშვებზე ეკონომიის გაკეთება და მათი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება ხელისუფლებას რამდენიმე ათას ლარად შეუფასებია!
➡️ ჩვენ,, ახალი საქართველოს სოციალური სამსახური ორი წელია ვითხოვდით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბაღების შემოწმების სიხშირის გაზრდას. ეს შემთხვევა ადასტურებს რომ ბევრი მძიმე დარღვევა რჩება ყურადღების მიღმა.
➡️ აუცილებელია კანონმდებლობის გამკაცრება ამ დანაშაულზე და აუცილებელია კანონით მიეცეს უფლება ყველა დაინტერესებულ პირს ნებისმიერ დროს ლაბორატორიულად თუ ისე შეამოწმოს ბავშვებისთვის ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტი.
⚠️ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან. არსებობს სასაკლაოები, რომელსაც ვერ აკონტროლებს სურსათის უვნებლობის სამსახური. ისე შედის ბაღებში უხარისხო პროდუქტი რომ ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ ბაგა ბაღების გაერთიანებებსა თუ მართვის სააგენტოებს.
პს: გამოვიდეს ეხლა მთავრობა, სამტრედიელი კახა კალაძის თამადობით და გვითხრან რა ჯანდაბა ხდება ბაღებში.
პ.ს: ეს რაც დოკუმენტალურად დადასტურებული გვაქვს და რაც ვიცით მაგრამ ჯერ ვერ ვადასტურებთ მაგაზე ვერ ვსაუბრობ ჯერ”

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვებით მომარაგების საკითხი კიდევ უფრო გამკაცრდება და მეტიც, დარღვევების შემთხვევაში კომპანიას ჯარიმის ნაცვლად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.