საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა.

შესაბამის ოქმს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიკოლა დიმიტროვმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრისას გაფორმდა. დავით ზალკანიანი წერს:

„ისტორიული დღეა! მივესალმები საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას, რომელიც ფართო თანამშრომლობის ფარგლებში ახალ შესაძლებლობას გვაძლევს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ნიკოლა დიმიტროვს ამ ისტორიული დოკუმენტის ხელმოწერას“