ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 13-სართულიანი შენობა განადგურდა

სააგენტო „როიტერის“  ცნობით, ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 13-სართულიანი შენობა განადგურდა.

შენობაში მცხოვრები ადამიანები მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ გაფრთხილებული იყვნენ და რამდენიმე საათით ადრე მათი ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაცია განხორციელდა ახლოს მდებარე შენობებიდანაც.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ღაზას სექტორში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა თელ ავივზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ქალაქში ჩართილია სირენები და ამოქმედდა ანტისარაკეტო სისტემა „რკინის გუმბათები”.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ საპასუხო იერიშების შედეგად, „ჰამასის“ 130 ობიექტი გაანადგურეს.