ინფორმაციის გადასამოწმებლად GMTV სენაკის ბაზაზე მომსახურე სამხედროებს დაუკავშირდა

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით სენაკის სამხედრო ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა … გარეთ მყოფი სამხედროები ბაზაზე არ შეუშვეს და სახლში მიაბრუნეს. ინფორმაციის გადასამოწმებლად GMTV სენაკის ბაზაზე მომსახურე სამხედროებს დაუკავშირდა.

-საგანგაშო არაფერი არ არის, უბრალოდ 2 დღის განმავლობაში მოხდება ბაზის გარეთ მყოფთა ტესტირება. ის, რომ დღეს დილით ბაზაზე არ შეგვიშვეს მართალია, მაგრამ ეს უსაფრთხოების მიზნით კეთდება. კიდევ გიმეორებთ, მოხდება ტესტირება – გვითხრეს სამხედროებმა.

აქვე შეგახსენებთ – საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2758 -ს შეადგენს. საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31-ით გაიზარდა და 1412 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.