კახა კალაძე – ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს ერთი სახელი აქვს – ბუჩა

ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს ერთი სახელი აქვს – ბუჩა, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე „ტვიტერზე“ წერს.

„არც ერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელებას, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ. დარწმუნებული ვარ, ეს შემზარავი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი. სამძიმარს ვუცხადებ უკრაინელ ხალხს ამ მძიმე წუთებში!“,- წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. 300-მდე მოქალაქეს წამების კვალი აღენიშნებოდა.