ლექსო ლაშქარავას ცემის საქმეზე დაკავებული ყველა ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

„ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცემის საქმეზე დაკავებული ყველა ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძეს, გია გიგუაშვილს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ტვ პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს. 11 ივლისს ის თავისივე საწოლში გარდაცვლილი იპოვეს