რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო გზა გადაიკეტა

რესპუბლიკის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია იწყება. სულ ცოტა ხნის წინ გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობაც. აქციის მონაწილეები პროპორციული არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ისინი ქვეყანაში არსებულ ვითარებასაც აპროტესტებენ.

1 საათში აქციის მონაწილეები მსვლელობით ოპერასთან გადაინაცვლებენ.

რესპუბლიკის მოედანზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან.