ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

“უნდა ვიაროთ სამსახურში. უამრავი თემაა… საფრთხე იმისა, რომ სახელმწიფო გააჩერონ, ლარის კურსი დაეცეს და მოხდეს ეკონომიკური კოლაფსი, არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ და ესაა საზოგადოების მოთხოვნაც…ოპოზიციის მოწოდება პიკეტირებაზე, მანიშნებელია ამ ადამიანების პოლიტიკისა, რომ ხალხს მონაწილეობა მიაღებინონ ისეთ ქმედებებში, რომელიც კანონსაც უპირისპირდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება”, – განაცხადა ვოლსკიმ.