კონსულტაციები გენერალური აუდიტორის კანდიდატურასთან დაკავშირებით არ მქონია

როგორც 22 მაისს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა,   მასთან გენერალურ აუდიტორად დანიშნის თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია უარყო ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ კონსულტაციები ამასათან დაკავშირებით არ ჰქონია.

“რაც შეეხება ნარმანიას შესაძლო დანიშვნას, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება ნაადრევია. კონსულტაციები ამასათან დაკავშირებით არ მქონია. გენერალური აუდიტორის წარდგენა არის პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივა. გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც საჭირო იქნება კანდიდატის წარდგენა. ინფორმაციაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის,” – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.