“ფარცხალაძის ქონებრივ ნაწილში საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია სანქციები და ამაზე, ალბათ, რეაგირება ექნებათ” – რომან გოცირიძე

 

 

ფარცხალაძის ქონებრივ ნაწილში საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია სანქციები და ამაზე, ალბათ, რეაგირება ექნებათ, -მის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა  რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმითსაქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია სანქცია – ერთი ძალიან დიდი იაღლიში მოუვიდათ, რაც ფარცხალაძემ ვერ გათვალა.

„საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია სანქცია, დიდი იურისტები და ექსპერტები რომ ჰგონიათ თავი, ვერ გაითვალისწინეს ის, რომ ამერიკული სანქციები ორ მხარეს მოიცავს, ერთია საფინანსო, მეორე ქონებრივი. ეროვნული ბანკის ამოცანა იყო გაეყინა ფარცხალაძის ანგარიშები. ეს გააკეთა, შემდეგ იმავე დღეს გადაწყვეტილება შეცვალა. „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, ბრძანება რომ საქართველოს მოქალაქეს სანქცია არ უნდა შეეხოს თუ ბრალი არ დამტკიცდება, სანქციის მეორე მხარეზეც ვრცელდება. ნურას უკაცრავად, სანქციის მეორე მხარე ითვალისწინებს ქონების, ყველა სახის აქტივის, წილების, აქციების დაყადაღებას და ერთი ძალიან დიდი იაღლიში მოუვიდათ, ეს თავად ფარცხალაძემ ვერ გათვალა, როცა თავის შვილს გარდა ქონებისა, ერთ – ერთი კომპანიის 100 პროცენტიანი წილი. ამერიკული სანქცია ითვალისწინებს, რომ თუ კომპანიაში 50 პროცენტზე მეტი წილი აქვს, ამ კომპანიის ანგარიშები უნდა დაყადაღდეს, ასევე ქონება და აქციები. ეროვნული ბანკის განცხადება ამას აბსოლუტურად არ ეხება, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ ნაწილში პირის მიმართ განსხვავებულ მიდგომას, ამიტომ დღეს ამ მდგომარეობაში ფარცხალაძის ქონებრივ ნაწილში საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია სანქციები და ამაზე, ალბათ, რეაგირება ექნებათ,”– განაცხადა გოცირიძემ.