ოფიციალური თბილისი ჟენევის დისკუსიების თავმჯდომარის და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის შეხვედრას ეხმაურება

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მიერ  ცხინვალში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მიღებას  ეხმაურება. ჰერბერდ ზალბერმა გუშინ ცხინვალში ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამასთან დაკავშირებთ  ევროკავშირის ელჩს შეხვდა. დავით დონდუას განცხადებით, ევროკავშირი არ ცნობს სამხრეთ ოსეთის არჩევნებს და ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ზალბერის განცხადებას გაუგებარს უწოდებენ როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციაში.  მათი განცხადებით, ის აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ მიდგომას, რომელიც ჟენევის დისკუსიას აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში.