„საუკეთესო პროექტი ალტერნატივებს შორის“ თუ „თანამედროვე შაჰაბასები“…

ხანდოს ხეობაში სამუშაოები გაგრძელდა. ადგილზე ისევ პოლიციელები იმყოფებიან.

ადგილობრივები გუბერნატორის მოადგილის მოლოდინში აქაურობის ისტორიას იგონებდნენ.

-„სადაც ხატებია დაბრძანებული, იმის ახლო-მახლო სულ საფლავებია. ამიტომ ამ ადგილას გათხრები არ შეიძლება. მთიულეთში ასეთი წესია-მიცვალებული საფლავდებიდა ხატთან ახლოს. ამ ადგილს ხატიხკარს ეძახდნენ და სწორედ ეს კახისკარი ითხრება.

ამ გორაზე ხალხი მუგუდამდე ცხოვრობდა და იქიდან მოყოლებული აქ იმარხებოდნენ, დიდი ცოდვაა რაც დღეს ხდება, თანამედროვე შაჰაბასებს მოეკითხევათ“-აცხადებენ ადგილობრივები.

გურამ ამირიძემ პირობა შეასრულა და მოსახლეობას შეხვდა და როგორც ამბობენ,  შედგა შეთანხმება, ჩაასხამენ ფუნდამენტს და შეჩერდება მშენებლობა.

– გუბერნატორის მოადგილემ გვითხრა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის დაქირავებაში დაგვეხმარება ფულადი სახსრებით… ახლა დაველოდებით შემდეგ კვირას“-ამბობს იქ შეკრებილო მოსახლეობა.

ენერეგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფასანაურელებს მომდევნო კვირაში გერმანელ სპეციალისტებთან ერთად შეხვდება. ამის შესახებ კახა კალაძემ “იმედს” განუცხადა. ფასანაურში ის ექპერტები ჩავლენ, რომლებმაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი შეიმუშავეს.

“ადგილობრივებს პირობა მივეცი, რომ ჩავალ. ექსპერტებთან ერთად იმ ადგილებს ვნახავ, რომლებიც, ადგილობრივების შეფასებით, საშიშია. ეს საუკეთესო პროექტია ალტერნატივებს შორის”, – ამბობს კახა კალაძე.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხანდოს ხეობის მოსახლეობის მოთხოვნებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯომარე გაეცნო. ანა ნაცვლიშვილმა, სოფელ მუგუდაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავს.