ბოქლომები, დროშები და პიკეტირებული პარლამენტი…

აქციის მონაწილეებმა, პარლამენტის იმ შესასვლელთან, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ, კასრები მიიტანეს და კარვები გაშალეს, ცოტა ხნის წინ კი, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელ ჭიშკარზე სიმბოლურად ბოქლომები დაამაგრეს, ასევე ჩამოკიდეს საქართველოს და ნატოს დროშები.

ამით მათ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მმართველობა გააპროტესტეს და პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება განახორციელეს. ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელი ბლოკირებულია.