რეგიონი

მარნეულში ახალი ნაძვის ხის შეძენა და საახალწლო ღონისძიება ბიუჯეტს 139 000 ლარი დაუჯდა

მარნეულის მერიამ ახალი ნაძვის ხის შესაძენად 69 000 ლარი დახარჯა და 20 დეკემბერს საზეიმოდ აანთო. პარალელურად კი ღონისძიება გაიმართა, რაშიც 70 000 ლარი დაიხარჯა.

ტენდერი, რომელიც 2023 წლის დადგომასთან დაკავშირებული საახალწლო ნაძვის ხის ანთების სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზების მომსახურებას ეხებოდა, მუნიციპალიტეტს 85 150 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული და მასში მონაწილეობა ხუთმა პერეტენდენტმა მიიღო. ტენდერში ლაშა კვარაცხელიამ გაიმარჯვა, რომელმაც ადგილობრივ თვითმმართველობას ღონისძიების ორგანიზება 70 000 ლარად შესთავაზა.

კონცერტზე სიმღერები „ღამის შოუს ბენდმა“, სოლისტებმა – გელა გნოლიძემ, ბაბი კირკიტაძემ და თამთა გორგობნიანმა შეასრულეს, რაშიც მარნეულის მერიამ 15 000 ლარი გადაუხადა.

დარჩენილი 55 000 ლარი კი სხვადასხვა მომსახურებებში დაიხარჯა, მაგალითად, გოგონათა გუნდისთვის, რომლებიც მაყურებლის წინაშე 20 წუთიანი რეპერტუარით წარსდგნენ, თანხა ასევე გათვალისწინებული იყო ღონისძიებების წამყვანებისთვის, ანიმატორებისთვის, ფოიერვერკისთვის, დეკორატიული გაფრორმებებისთვის და სხვა.

ნაძვის ხის შეძენასა და მისი ანთებისთვის განკუთვნილი ღონიძიება ბიუჯეტს ჯამში 139 000 ლარი დაუჯდა.