ბაღდათის სოფელ დიმში შვილმა მამა მოკლა

ბაღდათის მუნიციპლიტეტის სოფელ დიმში შვილმა მამა მოკლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამას დედისთვის გამიზნული ტყვია მოხვდა, ხოლო დედა დაიჭრა.

სავარაუდოდ, შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ამ დროისთვის ეჭვმიტანილი დაკავებულია და როგორც შინაგან საქმეთა სამინიტროში განმარტავენ, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 11-108 პრიმა მუხლით, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.