ჩხრეკა პრეზიდენტის პალატაში

პენიტენციურმა მესამე პრეზიდენტის პალატა გაჩხრიკა. ეკა ხერხეულიძე, რომელმაც დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, „ვივა მედის” დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ საკნად ქცეულ პალატაში, გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა.

„გუშინ ჩატარდა ჩხრეკა და შედგა ოქმი და მან მთხოვა მედიისთვის მეცნობებინა, რომ მოხდა აღწერა ოთახის. არ ვიცი რა არის მოღებული, მაგრამ ჩატარდა ჩხრეკა” – აცხადებს ეკა ხერხეულიძე.

რატომ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები უცნობია.