იან კელი: ძალიან შევწუხდით იმ ამბის გამო, რომ ბატონ გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენეს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო:

“ჩვენ ძალიან შევწუხდით იმ ამბის გამო, რომ ბატონ გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენეს. მივესალმებით იმას, რომ მთავრობამ დაიწყო გამოძიება, რადგან პიროვნება საყოველთაოდ ცნობილია, არსებობს ვიდეოც. ამ ფაქტმა ჩვენ ძალიან შეგვაშფოთა, ამიტომ, ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით,” – აცხადებს იან კელი.

კომენტარის დატოვება