კახეთში საგანგებო შტაბი შეიქმნა

კახეთში შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, გუბერნიის, ეროვნული სატყეო სააგენტოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შემადგენლობით საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელიც 24 საათის განმავლობაში კოორდინაციას გაუწევს ხანძრების ლოკალიზებას და აქვე დაისახება შემდეგი მოქმედებების გეგმა.

ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზებაზე სამი ვერტმფრენი მუშაობს, მათგან ერთი უკვე სოფ. ხახაბოს ტყეში გაჩენილ ხანძარზე მუშაობს.

 საგანგებო შტაბს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობს.