1 დაღუპული და 5 დაშავებული | ახალი დეტალები საგარეჯოდან

საგარეჯოს ერთ-ერთი კლინიკის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მათ საავადმყოფოში შეიყვანეს 6 ადამიანი, აქედან 1 გარდაცვლილია და ის პოლიციელი იყო.

დანარჩენი 5 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, 1-ის კი განსაკუთრებით მძიმე. ყველა მათგანს ოპერაცია ესაჭიროება.

ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულას”, სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა საგარეჯოს ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელმა.