თბილისში, ლოტკინის მიმდებარედ, ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ლოტკინის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ გარდაცვლილს სახის არეში ჭრილობა აღენიშნებოდა.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ტერიტორია სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული.