„ჩვეულებრივი ყაჩაღობაა, არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს” | კობახიძე Credit Suisse-ზე

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით გამოქვეყნებულ სტატიებს, სადაც ოლიგარქი ცდილობს თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, თითქოს მას Credit Suisse აშანტაჟებს.

ირაკლი კობახიძე შვეიცარიულ ბანკს ყაჩაღობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, Credit Suisse-ს პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს:

„საზოგადოება უკვე ფართოდ არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება Credit Suisse- ში ივანიშვილის კუთვნილ თანხებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, გაუგონარი პროცესები წარმოებს, რაც დაკავშირებულია თანხების მიტაცებასთან. ეს არის ჩვეულებრივი ყაჩაღობა, რასაც ვაკვირდები ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაცია უკვე არის გაცამტვერებული და ამის თაობაზე, საერთაშორისო მედია ძალიან ფართოდ საუბრობს. მთავარია, აქ თუ რა არის მოტივი. მოტივი არის პოლიტიკური ცალსახად, რაზე მინიშნებებიც ჰქონდა თავად Credit Suisse-ს. თავად ბიძინა ივანიშვილმაც თავის წერილში რამდენიმე თვის წინ, აქცენტი გააკეთა, რომ ყველაფრის თავი და თავი არის პოლიტიკური შანტაჟი. ჩვენ ვხვდებით, რა არის ამ ყველაფრის მიზანი. მინიშნება არის, ის, რომ რომ ვიღაცებს სურთ აიძულონ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ, დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ის, რაც არ უნდა გაკეთდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს – ვერავინ აიძულებს მას გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“,[IPN] – განაცხადა კობახიძემ.