კაცმა შვილი და ყოფილი ცოლი მოკლა

კაცმა ჩხუბის დროს შვილი და ყოფილი ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა – ინფორმაციას მოსკოვის პროკურატურა ავრცელებს.

დანაშაული მოსკოვში, ფლოტსკაიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში მოხდა.

„45 წლის კაცმა ჩხუბის დროს დანით დაჭრა შვილი, რის შემდეგაც 1980 წელს დაბადებული ყოფილო მეუღლეც დაჭრა. დაჭრის შედეგად მიღებული დაზიანებებისგან ორივე ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“, – აცხადებენ მოსკოვის პროკურატურაში.

დანაშაულის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.