უკრაინული მედია: მტერი ხერსონის საცხოვრებელ უბნებს უტევდა – არის მსხვერპლი

ხერსონში, რუსულ აგრესიასა და დაბომბვას არაერთი მოქალაქე ემსხვერპლა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ასევე, მედიასაშუალებები წერენ, რომ მტერი ქალაქის საცხოვრებელ უბნებს უტევდა და ოლქის ხელმძღვანელობამ ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფრებსა და სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.