ჩვენ ვიპოვით ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ტერორში და ყველა აგებს პასუხს – ზელენსკი დნიპროზე

ოკუპანტების მიერ დნიპროზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და წერს, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

„მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე რუსულმა ტერორმა წაართვა! მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ეს ბოროტება.
დნიპროში ნანგრევებისგან გაწმენდა გრძელდება. ყველა სერვისი მუშაობს. ჩვენ ვიბრძვით ყველა ადამიანის, ყველა სიცოცხლისთვის
ჩვენ ვიპოვით ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ტერორში. მაქსიმალურად ყველა აგებს პასუხს” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, დღეს ოკუპანტებმა დნიპროში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 27. დაშავებულებს შორის არიან ბავშვები.

ამ დრომდე სამაშველო სამსახურები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

ნახეთ ასევე: ოკუპანტებმა დნიპროში კორპუსები დაბომბეს