„გარეული ცხოველისგან არის სავარაუდოდ შეჭმული“ | კასპში ადამიანის კიდურები იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადამიანის ქვედა კიდურები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „მოზაიკა” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, კიდურები ადგილობრივებმა ნახეს და პოლიციას აცნობეს.

ლამისყანაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი სავარაუდოდ გარეულმა ცხოველმა შეჭამა.

„გარეული ცხოველისგან არის სავარაუდოდ დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს,” – აცხადებს მერის წარმომადგენელი ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი ჭიხინაშვილი.

ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.