ვგმობთ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. გადაეცით ის უკრაინას | უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას.

სსრკ-ს NKVD-ის ყველაზე უარესი ტრადიციებით, საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, უარყოფს რომ მას სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება, განზრახ უქმნის პირდაპირ საფრთხეს მის სიცოცხლეს.

უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის კოლაფსზე.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას. არ ეთამაშოს ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.

ასევე მივმართავთ უცხოეთის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო.”, – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.