კრისტიან დანიელსონი: ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდან არის შეშფოთება იმაზე, რომ ქვეყანა ჩიხშია შესული

„ქვეყანა ჩიხშია შესული“- ამის შესახებ ვროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენლმა კრისტიან დანიელსონმა მედიისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია.

„აქ ვარ, როგორც შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, მისი ძალიან ნაყოფიერი ვიზიტის შემდეგ, რომელიც 10 დღის წინ წარიმართა საქართველოში. ახლა, ჩემი როგორც პირადი წარმომადგენლის როლი არის, დავეხმარო იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ქვეყანაში წარიმართება.

ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს და იმას, რომ ყველა მხარეს შეეძლოს წინ წაწევა. როგორც აქამდე, ფასილიტაციას უწევდნენ ამ პროცესს კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი, ჩვენ ამას ვაგრძელებთ. ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს, აქ რაც ხდება, ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ჩვენი მხრიდან არის შეშფოთება იმაზე, რომ ქვეყანა ჩიხშია შესული. ძალიან ბევრი გამოწვევაა სამწუხაროდ, რომელიც ეკონომიკას და პანდემიას ეხება. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არის დრო პოლიტიკური მხარეებისთვის, რომ იხმარონ ყველა ძალა, რათა კომპრომისის სახით ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ.

მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი როლი და ასევე ბატონი ჰარცელი და ქალბატონი დეგნანის, არის ის, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ. პარტიებისა და მათი წარმომადგენლების საქმეა, რომ თვითონ იპოვონ გამოსავალი, გაუმკლავდნენ მნიშვნელოვან საკითხებს. ეს არის ხედვა იმისაკენ, რომ ჩვენ უფრო გავერთიანდეთ,”- განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.