,,მე შეიძლება არ მომეწონა ეს განცხადება, ვიღაცას შეიძლება მოეწონა, ეს მისი პირადი სივრცეა” – კალაძე სამგორის მერის განცხადებაზე

,,მე შეიძლება არ მომეწონა ეს განცხადება, ვიღაცას შეიძლება მოეწონა, ეს მისი პირადი სივრცეა” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამგორის მერის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

კალაძის თქმით,  “ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია” და “თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც უნდა იმას დაწერს”.

“მე შეიძლება არ მომეწონა ეს განცხადება, ვიღაცას შეიძლება მოეწონა, ეს მისი პირადი სივრცეა და თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც უნდა იმას დაწერს, შეიძლება ჩემთვის არ იყოს მოსაწონი, თუმცა ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე, ჩვენ ეს მოვახერხეთ 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა ქვეყანაში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის უმაღლეს დონეზეა, ჩემთვის არ იყო მოსაწონი, შეიძლება ვიღაცისთვის მოსაწონი იყო, ვიღაცას კიდევ უფრო არ მოეწონა გაღიზიანდა, თუმცა სიტყვის თავისუფლება მისი პირადი სივრცეა”, – თქვა კახა კალაძემ.

წაიკითხეთ სამგორის გამგებლის განცხადება.