ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას კაცი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა სატვირთო ავტომობილის 30 წლამდე მძღოლი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.