ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, შეშფოთების საგანია | კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სერიოზულია და ეს გამოჩნდა გუშინდელ სასამართლო პროცესზე:

„ვითარება სერიოზულია, როგორც გუშინ ვიხილეთ. ჩემი და ბევრი სხვა მთავრობა ყურადღებით აკვირდება და შეშფოთებულია. მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებს. ვფიქრობ, ეს არის, რაზეც ყველანი ფოკუსირებული ვართ, პირველ რიგში გავიგოთ რა არის დიაგნოზი, რა სჭირდება და რომ მთავრობა შესაბამის მზრუბველობას აწვდიდეს. ჩვენ ამ საქმეზე ყურადღებით დაკვირვებას გავაგრძელებთ.” , – განაცხადა კელი დეგნანმა.