შალვა ხაჭაპურიძის თქმით, 6 თებერვალს სააკაშვილის საქმეზე ბოლო პროცესი გაიმართება და სავარაუდოდ, მოსამართლე გადაწყვეტილებას ორშაბათსვე გამოაცხადებს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე ორშაბათს, 6 თებერვალს ბოლო სასამართლო პროცესი გაიმართება.

ადვომატის თქმით, მოსამართლე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ორშაბათსვე გამოაცხადებს.

“ორშაბათს 17:00 საათზე არის ბოლო პროცესი, მხარეები ვიტყვით ჩვენ დასკვნით სიტყვებს და ალბათ, იმ დღესვე გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას” – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.