ეკლესიაში ტრაპეზზე სტიქაროსანი დაჭრეს | წინამძღვარმა დაჭრილი კლინიკამდე არ მიიყვანა და გზაზე მიატოვა

სისხლიანი გარჩევა სტიქაროსნებს შორის. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის ღვთისმშობლის ეკლესიაში საშობაო ტრაპეზზე სტიქაროსანს, მამუკა წიკლაურს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, სისხლიანი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა მონასტრის წინამძღვარს. მამა იოანე კვარაცხელიამ  მძიმე მდგომარეობაში მყოფი წიკლაური საკუთარი მანქანით წაიყვანა, თუმცა კლინიკამდე არ მიუყყვანია და რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გზაზე დატოვა.

დაჭრილი საავადმყოფოში თვითდინებით შევიდა. მას ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.

“რო შემოვიდა იყო მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა. შეიყვანეს საოპერაციოაში. ოპერაციაზე აღმოჩნდა დაზიანებული ღვიძლის კიდე, საიდანაც მოდიოდა სისხლი. თვითდინებით არის შემოსული პაციენტი, თავისი ფეხით. შემავალი რაც იყო კანში, მუცლის ღრუში, კანის მთალინობა დარღვეული იყო და იქიდან ჩანდა, რომ იყო სისხლდენა”, – ამბობს დავით დარახველიძე, “ავერსის კლინიკის” კლინიკური მენეჯერი.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული ერთი პირი. შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე სასულიერო პირის წინააღმეგაც დაიწყოს.