2018 წლიდან ტაქსის მძღოლებს რამდენიმე მოთხოვნა დაუწესდებათ

2018 წლიდან ტაქსის მძღოლებს რამდენიმე მოთხოვნა დაუწესდებათ. ტაქსის მძღოლმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში საინფორმაციო ტაბლო უნდა აიღოს.

ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

“ეს უნდა იყოს უმტკივნეულო ტაქსის მძღოლებისთვის და კომფორტული მგზავრებისთვის. ტაქსის მძღოლს ექნება საინფორმაციო ტაბლო – სახელი და გვარი, საკონტაქტო მონაცემები, კომპანია. საინფორმაციო ტაბლო თუ არ ექნება, ე. ი. არ აქვს საქმიანობის ნებართვა.

ნებართვა ნიშნავს, რომ ჯანმრთელია და ავტომობილი ტექნიკურად გამართულია. ნებართვის ღირებულება მძღოლისთვის მისაღები იქნება”, – განაცხადა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ.