ერისიონის „ქართული საგანძური“ – პირველი ქართული პროექტი

ერისიონის

„ქართული საგანძური“ –

 პირველი ქართული პროექტი

BLACK SEA ARENA-ს

სცენაზე

   საქართველოს ხალხური სიმღერისა და  ცეკვის  სახელმწიფო ანსამბლი ერისიონი „ბლექ სი არენას“ სტუმრებისათვის კონცერტს 13 აგვისტოს გამართავს. პროექტი, რომელმაც მთელი ევროპის ყურადღება მიიქცია და ანსამბლს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ახლა ქართველი და უცხოელი მაყურებლისთვის გაიმართება.

პროექტი „ქართული საგანძური“ ანსამბლის 80-ამდე წევრს აერთიანებს და ყველაზე მასშტაბური და ეფექტური სანახაობაა მათ რეპერტუარში.

130 წელი სცენაზე და ათასობით გულშემატკივარი მთელი მსოფლიოს მაშტაბით – ეს იმ ადამიანების დამსახურებაა ვინც ანსამბლს სახელი და პოპულარობა შეუნარჩუნა და ახალი სიცოცხლე აჩუქა. 1985 წლიდან ანსამბლს ჯემალ ჭკუასელი ხელმძღვანელობდა და სწორედ მისი დამსახურებაა ის საერთაშორისო აღიარება, რომელიც ერისიონმა საქართველოს საზღვრებს გარეთ მოიპოვა. დღეს კი ანსამბლს სათავეში ჩაუდგა შერმადინ ჭკუასელი – სამხატვრო ხელმძღვანელი.

კონცერტს, რომელიც „ბლექ სი არენის“ სცენისათვის კიდევ უფრო მასშტაბური და შტამბეჭდავი გახდა,  მხატვრულად ფრანგი და ქართველი სპეციალისტები გააფორმებენ.  არენაზე არსებული აპარატურა კი საშუალებას მისცემს პროექტის ავტორებს ქართული ცეკვა და სიმღერა შოუს ელემენტებით გაამდიდრონ და დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზონ მაყურებელს.

„თვალწარმტაცი“ …  „მდიდრული ნადიმი თვალისა და ყურისათვის“ -ეს „ნიუ იორკ პოსტის“ თვალით დანახული ერისიონია.

კონცერტის ბილეთების ფასები ყველასათვის ხელმისაწვდომია და 29 ივლისს საიტზე www.tkt.ge გაიყიდება.
ანსამბლი ერისიონი –    მთავარი ქორეოგრაფი -ეკა ჭკუასელი

გენერალური დირექტორი – ოთარ ბლუაშვილი

მთავარი პროდიუსერი – ალექსანდრე ლორთქიფანიძე

 

კომენტარის დატოვება