პრეზიდენტობის კანდიდატების სია იზრდება

ჯერ კიდეც გუშინ ცესკო-ში პრეზიდენტობის 16 კანდიდატი იყო რეგისტრირებული.

იხ.

https://www.gmtv.ge/45108-2/

დღეს ეს რიცხვი 18-მდე გაიზარდა.  უკვე არსებულ კანდიდატებს კიდევ 2 კონკურენტი დაემატა:

  1. სალომე ზურაბიშვილი – საინიციატივო ჯგუფი (თეიმურაზ ბაბლუანი, ვახტანგ ლაღიძე, რუსუდან გლურჯიძე, სიმონ პეტრიდისი, ივანე იანტბელიძე, გურამ სულთანიშვილი, გიორგი კალანდია, ქეთევან კიღურაძე-გოგილაშვილი, თამარ ჩხეიძე, ივანე მაჭავარიანი, ანგი ხუციშვილი)
  2. ზვიად მეხატიშვილი ” საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია”

კანდიდატების რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ჯერ ცესკოსთვის არ მიუმართავთ უკვე წარდგენილ კანდიდატებს.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.