გიორგი მარგველაშვილი – ჩვენ დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი გვყავს ქართველებს, სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსები

ჩვენ დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი ყავს საქართველოს, რამდენი გულწრფელი მეგობრები გვყავს ქართველებს, სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსები, პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბორჯომის ხეობაში ჟურნალისტებს განუცხადა.  

მისი თქმით, რთულ მომენტში, როდესაც იბრძვი იმისთვის, რომ არ იყოს ადამიანური, არ იყოს მატერიალური ზარალი, ამ მომენტში ძალიან სასიხარულო და მნშვნელოვანია.

“მადლობა ყველა მეგობარს, რომელიც ასე ოპერატიულად გამოგვეხმაურა და დაგვეხმარა. არეალიდან გამომდინარე გრძელდება სამუშაოები ერთი არის, რომ თქვენ ხედავთ ამ წუთას, რომ ცეცხლი ლიკლვიდირებულია, თუმცა ამ ტერიტორიის ბოლომდე დამუშავებას დიდი დრო სჭირდება. ადამიანები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ შეიძლება ეს დივერსიად შეფასდეს, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც პრობლემა, ყველა პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გაერთიანდეს.

“როდესაც არის პრობლემა ყველა ვერთიანდებით პრობლემის გადასაწყვეტად, როდესაც ყველა ერთად გადავწყვეტ პრობლემას, მერე ვიწყებთ კითხვის ნიშნების დასმას და მათზე პასუხს.ე ს არის წესი, რომელსაც ყოველთვის უნდა მივდიოთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.