“ომში უპირატესობა ამ ეტაპზე რუსეთს აქვს” | კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მორიგ პრორუსულ განცხადებას აკეთებს.

კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე, ომში უპირატესობა რუსულ მხარეს აქვს.

“ბოლო 1-2 კვირა რომ ავიღოთ, არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და, მინიმუმ, ბოლო 1 კვირის განმავლობაში 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა, ამ ეტაპზე, აქვს რუსულ მხარეს.

საერთო ჯამშიც, ომის დაწყებამდე, რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი. დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ხერსონის 80% და ხარკოვის ოლქის ნაწილი, ზაპოროჟიეს ოლქის 80%. საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა.” – აცხადებს კობახიძე.

ცნობისთვის, “ოცნების” თავმჯდომარემ აღიარებითი განცხადება გუშინაც გააკეთა და თქვა, რომ “რადგან უკრაინაში რუსეთს უპირატესობა აქვს, ჩვენი ომში ჩართვის სურვილი ძლიერდება”.