135 010 განადგურებული ოკუპანტი | რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 135 010 (+910) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24 თებერვლიდან 2023 წლის 9 თებერვლამდე ასეთია:

ტანკები – 3 255 (+2), ჯავშანტექნიკა – 6 468 (+10), საარტილერიო სისტემები – 2 244 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 463 (+3), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 232 (+4), თვითმფრინავი – 295 (+0), ვერტმფრენები – 285 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1967 (+6), ფრთოსანი რაკეტები – 796 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 121 (+9), სპეციალური ტექნიკა – 211 (+0).