სანქცირებული რუსი ოლიგარქის აქტივები უკრაინის დახმარებას მოხმარდება | აშშ-ის გენპროკურორი

აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანის განცხადებით, სანქცირებული რუსი ოლიგარქის აქტივები უკრაინის დახმარებას მოხმარდება.

ამის შესახებ მან უკრაინის გენერალურ პროკურორთან ანდრეი კოსტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ვაცხადებ, რომ ავტორიზაციას ვაძლევ პირველად ისტორიაში ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინაში გამოყენებას. აღნიშნული აქტივების ჩამორთმევა მოხდა მას შემდეგ, რაც აპრილში რუს ოლიგარქს კონსტანტინ მალოფეევს სანქციებისგან თავის არიდებაში წავუყენე ბრალი“, – განაცხადა აშშ-ის გენპროკურორმა.