“ქალბატონმა ნინომ ყველას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტური არიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები” | ექიმი ჩხაიძე ნადირაძის გუშინდელი გამოსვლით კმაყოფილია

“ვივა მედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მიხეილს სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო სხდომას ეხმაურება და ამბობს, რომ პროცესზე ნინო ნადირაძემ ყველას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტური არიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები.

“გუშინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ქალბატონმა ნინომ მთელ ქვეყანას დაანახა და ყველას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტური არიან ამ საქმის ძირითადი მოქმედი პირები, მე ვგულისხმობ ადვოკატებს. მე არ ვიცი მათი კომპეტენტურობა, როგორც ადვოკატების სხვა მიმართულებით, მაგრამ როცა სამედიცინო ქეისს ეხება შემთხვევა გუშინ ყველას დაანახეს სრული უვიცობა”, – განაცხადა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო პროცესი გუშინ, 3 თებერვალს გაიმართა. სხდომაზე კლინიკა “ვივა მედის” დირექტორი, ნინო ნადირაძე გამოკითხეს.