უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები სჭირდება, მტერმა დაუსჯელობა ვერ უნდა იგრძნოს | ზელენსკი

„ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქების დაბომბვა დილიდან განაახლეს. მტერმა C- 300 ტიპის სარაკეტო საზენიტო სისტემა გამოიყენა. რაკეტები საცხოვრებელ სახლებს დაეცა. ეს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ მოვლენად იქცა. რუსების ყველაფერს ბომბავენ. დონბასი ხარკოვი და ქვეყნის სხვა ტერიტორიები ინტენსიურად იბომბება. აუცილებლია შესაბამისი, შორი დისტანციის რაკეტები გვქონდეს. მტერმა დაუსჯელობა ვერ უნდა იგრძნოს. ოკუპანტებს ხელი უნდა შევუშალოთ ფრონტის ხაზის მიღმა საჰაერო იერიშები მიიტანონ. ყველაფერს გავაკეთებთ რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი იარაღი მიიღონ. დღეს იმ იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოვაწერე ხელი, ვინც ოკუპანტების იარაღის გადატანაში ეხმარება. სულ 185 კომპანია და ფიზიკურ პირს. ყველაფერს გავაკეთებთ რომ მსგავსი შეზღუდვები სხვა ქვეყნებმაც დააწესონ”

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.