გორში ავტომობილი გზიდან გადავიდა და სახლში შევარდა | არიან დაშავებულები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ავტომობილი გზიდან გადავიდა და საცხოვრებელ სალხში შევარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 28 იანვარს მოხდა. ინფორმაციას გამოცემა „მოზაიკა” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი.

მომხდარზე გამოძიება  276 – ე მუხლით მიმდინარეობს.